Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (11)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
19-04-2014, 14:41
ნანახია: 1600

სასჯელაღსრულების დაწესებულებები პატიმართა ნაწილმა უკვე დატოვა

    

     საქართველოს პრეზიდენტმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით,  95 მსჯავრდებული შეიწყალა.  შესაბამის განკარგულებას (N17/04/01) ქვეყნის პირველმა პირმა ხელი უკვე მოაწერა.

პრეზიდენტის განკარგულება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გადაეგზავნა.   

     სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა 69 მსჯავრდებულმა, რომლებიც ადგილობრივი საბჭოების და მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, 69 მსჯავრდებული გათავისუფლდა. 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, შუამდგომლობების ინდივიდუალურად განხილვისას საბჭოების წევრებმა გაითვალისწინეს დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.

     ოფოციალური ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით სულ 2888 მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის 325 ქალი და 46 არასრულწლოვანი. მაშინ როდესაც, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე აღნიშნული მექანიზმით სულ 841 მსჯავრდებული გათავისუფლდა. მათ შორის 12 არასრულწლოვანი და 39 ქალი.

ბაია დარსაველიძე