საქალაქო სასამართლოში დავით კეზერაშვილისა და გიგი უგულავას პროცესი განახლდება

საქალაქო სასამართლოში  დავით კეზერაშვილისა და გიგი უგულავას  პროცესი განახლდება

   დღეს, საქალაქო სასამართლოში  დავით კეზერაშვილისა და გიგი უგულავას  პროცესი განახლდება.  საქმე ეხება ტელეკომპანია "იმედის" და რიყის გასხვისებას.

სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმება.

   შეგახსნებეთ, რომ საქმე ეხება 2006 წელს რიყის ტერიტორიის გასხვისებასა და ტელეკომპანია "იმედის" მითვისებას. გამოძიების მასალების მიხედვით, გიგი უგულავამ და დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია "იმედი" სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მითვისებისა და გათეთრების გზით მიისაკუთრეს. 

ბრალდების მხარის ინფორმაციით, "იმედის" იმდროინდელი მფლობელისათვის თანხის გადასაცემად 7 მილიონად გასხვისებული რიყის ტერიტორია მერიამ უკან 17 მილიონად გამოისყიდა, ამ თანხის დიდი ნაწილი კი ჯოზეფ კეის გადასცა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: