რატომ იტყუება გიუნაშვილი?!

რატომ იტყუება გიუნაშვილი?!

   პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" "ლეიბორისტულ პარტიაში" გიორგი გიუაშვილის გადასვლის ფაქტს გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა.

   -"სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ თითქოს გიორგი გიუაშვილმა ბორჯომის გამგებლის მოადგილის თანამდებობა დღეს დატოვა. გიორგი გიუაშვილი 2013 წლის დეკემბერში რეორგანიზაციის შედეგად თანამდებობიდან გათავისუფლდა. გიორგი გიუაშვილმა სამსახურში დაბრუნების მიზნით სასამართლოს მიმართა, თუმცა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გიუაშვილმა განაცხადა, რომ მან "ქართული ოცნების" პარტია დატოვა, რაც სრული აბსურდია, იგი არასოდეს ყოფილა "ქართული ოცნების" წევრი" - ნათქვამია განცახდებაში.

   ცნობისთვის, გიუნაშვილის განცხადებით მან "ქართულ ოცნებაში" "ნაციონალების" გადაბარგების პროტესტად დატოვა სახელისუფლებო პარტია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: