უზნეობის აპოლოგეტები და იაფფასიან "სითამამეზე" დახურდავებული ღირსება!

უზნეობის აპოლოგეტები და იაფფასიან "სითამამეზე" დახურდავებული ღირსება!

ლეგენდარული "ნანუკას შოუს" ავტორმა და წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა საოთხშაბათოდ გულისამაჩუყებელი  თემა დააანონსა, თან გაგვაფრთხილა რომ ამას მაყურებელთა მხრიდან ხმაური აუცილებლად მოჰყვებოდა.
არ ვიცი, რა ხმაურს ელოდება ქართველი მაყურებლისგან ქალბატონი ჟორჟოლიანი, მაგრამ აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ დაანონსებული "მარგალიტების" ხილვა ზნეობის ყოველგვარ ჩარჩოებს სცილდება. თუმცა, არ მიკვირს - ამ ბოლო ხანებში ქართული შოუ იმდენად ბილწი და არატრადიციული ელემენტებით დაიხუნძლა, ზოგადადამიანური ტკივილისა თუ სიხარულის სადემონსტრაციოდ უბრალოდ ადგილი არ რჩება!
მე არც კინოკრიტიკოსი ვარ და არც ხელოვნებათმცოდნე, რომ "ნანუკას შოუ"-ში დაანონსებული "შედევრების" პროფესიულად შეფასების პრეტენზია მქონდეს, მაგრამ პროფესიული კვალიფიკაცია სულაც არ არის საჭირო, დაინახო და ობიექტურად შეაფასო ის აღვირახსნილობა და სიმახინჯე, რომელსაც ასე მონდომებით ტენიან ქართველ მკითხველს თუ მაყურებელს. ფსიქიკამორღვეული ე.წ. რეჟისორები და ღირსებადაცლილი შოუმენები!
ვიდრე "ნანუკას შოუს" დაანონსებულ თემას გავეცნობოდი კოლეგა-ჟურნალისტმა მოკრძალებით გამიხსნა "youtube"-ზე ატვირთული შოთა კალანდაძის 5-წუთიანი უხმო "ფილმი-შედევრი" "სიყვარული ქართულად".
ნორმალური ფსიქიკის ადამიანისთვის ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ ეს ყველაფერი ქართულ სინამდვილეში იქმნება და შემსრულებლებიც ქართველები არიან. ეტყობა, უზნეობას და აღვირახსნილობას ფართო გასაქანი მიეცა ჩვენშიც და რაც არ უნდა გვიკვირდეს, გარკვეულ წრეებში მისი სხვადასხვა დოზით სტიმულირებაც ხდება. რაც მთავარია,ყველაფერი იმდენად ოსტატურადაა შეფუთული, გარყვნილებას (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) "თამამი სცენის" იარლიყი მივაწებეთ და ლამისაა ასეთი ეროტიკული სცენების (თუმცა ეროტიკაცაა და ეროტიკაც) "რეჟისორი" "ახლებური ხედვის" მამამთავრად მოვნათლეთ!
მე ალბათ ასეთი მწვავე რეაქცია არ მექნებოდა, რომ არა ე.წ. ცნობადი სახეების მონაწილეობა შოთა კალანდაძის არაორდინალურ "ფილმებში", რომელსაც არაფერი აქვს საერთო ხელოვნებასთან (კინო-ინდუსტრიასთან) და მითუმეტეს, ზნეობასთან.
ყურს არ ვუჯერებდი, როცა ადრე ჩემთვის პატივსაცემი ქართველი მსახიობების მონოლოგებს ვისმენდი, რომლებიც აღტაცებით ყვებიან "თვალსაჩინო" ქართველი "რეჟისორის" ახლებურ "ხედვაზე" და "ორიგინალურ მიგნებებზე".
მაპატიეთ, მაგრამ თუ ეს სიბინძურე ხელოვნებაა, მაშინ" რა არის ჭეშმარიტი ხელოვნება და საერთოდ, რა ფუნქცია ეკისრება შოთა კალანდაძის "ხელთუქმნელ ქმნილებებს" ქართულ რეალობაში?!
მისი "შემოქმედების" დეტალურ განხილვას არ შევუდგები, მაგრამ არ შემიძლია გულგრილი დავრჩე კალანდაძის ბოლოდროინდელი "ნამუშევრის" მიმართ, რომლისთვისაც თვითმარქვია რეჟისორს ორიგინალური სახელწოდება შეურჩევია - "სიყვარული ქართულად". საინტერესოა, რისი თქმა სურს ამით ქართველ "რეჟისორს", რა არის ის ნოვაცია, რომელმაც უნდა დაატყვევოს და "აღტაცებაში" მოიყვანოს მაყურებელი და საერთოდ, რა არის ამ ხუთ-წუთიანი მარაზმის დედააზრი - ჯგუფური სექსი და აღვირახსნილობა?!
მე გულწრფელად მეცოდება მაყურებელი, ვინც თუნდაც ცნობისმოყვარეობის ჟინით შეპყრობილი თვალს გააპარებს ზემოთხსენებულ სიმახინჯეზე და პრაქტიკულად აღიქვამს - თუ რას ნიშნავს "სიყვარული ქართულად". მე უფრო მეცოდებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც ნებაყოფლობით არიან ჩაძირულნი აღვირახსნილობის მორევში და ჯოჯოხეთის საგზურს საკუთარი ხელით იმზადებენ! თუ ჩვენთვის და ჩვენი ზნეობისთვის მიუღებელია გეები და ლესბოსელები, ბისექსუალები და ტრანსექსუალები, არანაკლები ცოდვით იმძიმებენ საკუთარ სულს ამ 5 წუთიანი მარაზმის "გმირები" ცირა კუპრაშვილი, ილო ნოზაძე, ლევან კაშია აღარაფერს ვამბობს ამ" შედევრის" მთავარ შემოქმედზე _ შოთა კალადაძეზე, რომელმაც თავისი "ორიგინალური" გადაწყვეტით სათავე დაუდო არა უბრალოდ ეროტიკას ქართულ რეალობაში, არამედ აღმატებული ხარისხში აიყვანა იგი!..
შეიძლება ჩამორჩენილად ჩამთვალოთ, მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა "თვითნაბადი" რეჟისორის ფილმებში საქვეყნოდ ცნობილ მსახიობებსაც წავაწყდი - ლიკა ქავჟარაძე, მარინა კახიანი, ნინელი ჭანკვეტაძე, ნუცა შანშიაშვილი, კახი კავსაძე, ნანკა კალატოზიშვილი, ლიანა ასათიანი... ჩამოთვლა კიდევ შეიძლება. ყველაზე მეტად გამაოცა ამ ცნობილი ადამიანების მონოლოგებმა. ისინი აღმატებულად აფასებენ შოთა კალანდაძის "კინო-პოეზიას". ამაყად აცხადებენ, რომ ეს არის ახალი მიმდინარეობა, ახალი ხედვა კინემატოგრაფიაში და მის მიერ შექმნილი ნებისმიერი ფილმი დახვეწილი ხელოვნების ნიმუშია (იმდენი მათ რა ვუთხარი!). ეს არის კომპლექსებისგან თავისუფალი რეჟისორის თუ მსახიობების ერთობლივი ნამუშევარი, რომელმაც "გაარღვია" ჩაკეტილი წრე ქართულ პორნოგრაფიაში. ზერელედ ნათქვამი რომ არ გამომივიდეს მოვიყვან ციტატებს მათივე მონოლოგიდან.
მარინა კახიანი: "იღებს ლამაზად, ესთეტიკურად" (სად ჩანს ესთეტიკა?), "გააჩნია საოცარი ნიჭი, რომ დაგითანხმოს" (ეს არა მის ნიჭიერებაზე, არამედ მსახიობების ადამიანურ სისუსტეზე მეტყველებს);
ლიანა ასათიანი: "იცის რა უნდა, აკეთებს ნიჭიერად", "კარგად მიღებს, კარგად მხედავს" (მან კი იცის რა უნდა, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ?!).
არ ვიცი, რა ჯადო-თილისმა აქვს

ისეთი, რომ პროფესიონალი მსახიობებიც ააცეტა და აიყოლია, მაგრამ, რაც არ უნდა "თამამი სცენების" მოსინჯვით და ქართულ კინემატოგრაფიაში ახალი, თანამედროვე ელემენტების შემოტანის მცდელობით იმართლონ თავი, ეს სითამამე შავ ლაქად მაინც გაჰყვება მათ ცხოვრებისეულ და პროფესიულ ბიოგრაფიას. მითუმეტეს, ეს ისეთი სცენებია, სადაც შინაგანი თავისუფლება პიკანტურ როლებს სცილდება და არაფერი აქვს საერთო პროფესიონალიზმთან. აქსიომაა, ვისაც პრეტენზია აქვს ჭეშმარიტ ხელოვნებაზე, ასეთ იაფფასიან "სითამამეზე" არ უნდა დახურდავდეს და მითუმეტეს, საკუთარი ღირსება არ უნდა გადააყოლოს!
რაც შეეხება "ნანუკას შოუს" და მის ტყუპისცალებს, რომლითაც განებივრებულია ქართული ტელეეთერი და საზოგადოების გარყვნა-გადაგვარების მისია აკისრია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ბრწყინვალედ ასრულებენ ამ მისიას.
მთელი უბედურება იმაშია, რომ ეს სიბინძურე კარგად იყიდება - ქართულ თოქ-შოუებს მაყურებელი არ აკლია და სხვათაშორის, საზოგადოების ფართო სპექტრსაც მოიცავს. ყველაფერი ისე ოსტატურადაა შეფუთული და ისე ღინივრად ურტყამს ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს, თუ დროზე არ შევაჩერეთ და არ შევაჩვენეთ, ჩვენს ისედაც მორყეულ ფსიქიკას საერთოდ დაანგრევს და წმინდა ფასეულობებზე ნებაყოფლობით უარს გვათქმევინებს!
ერთი სიტყვით, პროტესტი აუცილებელია. ვემზადოთ კონტრდარტყმებისთვის. ასეთი პორნოინდუსტრია უნდა დაიბლოკოს, ხოლო იაფფასიანი და ფსიქიკის დამანგრეველი შოუები უნდა აიკრძალოს!
ზაურ ნაჭყებია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: