მაია ფანჯიკიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს თომას მელიას შეხვდა

მაია ფანჯიკიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს თომას მელიას შეხვდა

   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს თომას მელიას შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები. ასევე, ისაუბრეს დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დამოკრატიისა და მმართველობის ჯგუფის სამუშაო შეხვედრის შესახებ. შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს, ხოლო ამერიკის მხრიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: