ბავშვებს სკოლებში ჰიპნოზით უმკურნალებენ

ბავშვებს სკოლებში ჰიპნოზით უმკურნალებენ

განათლების სამინისტროს ინიციატივას სკოლებში ჰიპნოთერაპიის დანერგვის შესახებ, კატასტროფად აფასებს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი. გაზეთ "პრაიმტაიმთან" საუბრისას შაშკინი ამბობს, რომ მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ სკოლას, სადაც ბავშვებს ჰიპნოზით მკურნალობენ. 

"ეს არის ფსიქიატრიის ბოლო მწვერვალი, ზოგადად უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე. ამის სკოლებში დანერგვა კი არ ვიცი, რა მიზანს ისახავს. 11 წელი ამერიკულ ორგანიზაციაში ვმუშაობდი და საარჩევნო კამპანიის დროს ცნობილ ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან მქონდა შეხება. მათგან ვიცი, რომ ჰიპნოზი არის ძალიან ფაქიზი თემა, ყველა ფსიქოლოგს ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ამან შეიძლება ძალიან მავნედ იმოქმედოს ადამიანზე, მით უმეტეს ამ შემთხვევაში საუბარია სკოლის მოსწავლეებზე. თუ ისინი სერიოზულად განიხილავენ, რომ ჰიპნოზით უმკურნალონ ბავშვებს სკოლებში, ეს კატასტროფაა"- აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: