როგორ შეებრძოლებიან ... მავნებლებს!

როგორ  შეებრძოლებიან ... მავნებლებს!

თბილისის ირგვლივ არსებულ ტყით დაფარულ ფართობზე, ავიაციის დახმარებით, მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები გატარდება, - ამის შესახებ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა, ავიაციის მეშვეობით მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ გამართული  ბრიფინგზე განაცხადა.

ხათუნა გოგალაძის განცხადებით, შეწამვლა დილით, მზის ამოსვლამდე, ასევე საღამოს საათებში მოხდება და პროცესი სპეციალისტთა ზედამხედველობით წარიმართება. 

ეროვნული სატყეო სააგენტო სახელმწიფო ტყის ფონდში არსებულ ფართობებს თბილისის შემოგარენში, მცხეთა-მთიანეთსა  და ქვემო ქართლში დაამუშავებს.

"სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დარგის სხვა ექსპერტებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე დაზუსტდა მავნებლებთან ბრძოლის მეთოდი და გამოსაყენებელი პრეპარატი. პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით შეირჩა, რადგან, შეწამვლა ხდება დასახლებულ პუნქტებსა და სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან ახლოს. შერჩეული პრეპარატი - ტყის სახეობებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასამუშავებლადაც გამოიყენება და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციით მიეკუთვნება საშიშროების ყველაზე დაბალ კლასს, მითითებული ნორმით და წესით გამოყენების შემთხვევაში არ არის ტოქსიკური ადამიანების, თბილსისხლიანი ცხოველებისა და ფრინველებისთვის, თევზების, ფუტკრებისა და სასარგებლო მწერებისათვის ლეპიდოციდი სკ-მ წარმოადგენს ბიოლოგიურ ინსექტიციდს“ - აღნიშნეს  პრესკონფერენციაზე. 

ავიაციით ტყეების დამუშავება, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა, 5-დან 15 მაისამდე უნდა დაიწყოს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: