ნინო ბურჯანაძე: -"მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენს კანდიდატებს ნამდვილად აქვთ გამარჯვების შანსი"

ნინო ბურჯანაძე: -"მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენს კანდიდატებს ნამდვილად აქვთ გამარჯვების შანსი"

   დღეს კოალიცია "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დაესწრო  "თბილისი მარიოტში" გამართულ პრეზენტაციას "ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის", რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს _ UშAID-ის და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. როგორც შეხვედრის დასაწყისში ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კოალიცია "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" აქტიურად ემზადება ადგილობრივი არჩევნებისათვის:

   "ჩვენ რამდენიმე დღეში, თბილისის მოსახლეობას მაჟორიტარ დეპუტატთა კანდიდატურებს წარვუდგენთ. გარწმუნებთ, რომ ისეთივე ღირსეული ადამიანები იქნებიან მაჟორიტარებად დასახელებულნი, როგორი ღირსეული კანდიდატიც ჩვენს კოალიციას "ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას" გვყავს თბილისის მერად წარდგენილი. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენს კანდიდატებს ნამდვილად აქვთ გამარჯვების შანსი. იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ ამ არჩევნებზე თანასწორობის მინიმალური პირობები მაინც იქნება დაცული. 

   რაც შეეხება სიების დაკომპლექტებას, თქვენ იცით, რომ ჩვენ კოალიციურ რეჟიმში ვიმყოფებით, ჩვენს კოალიციაში არის წარმოდგენილი 4 პოლიტიკური ორგანიზაცია, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ კონსულტაციების შედეგად წარვადგენთ კანდიდატურებს"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: