ზაქარია ქუცნაშვილი:-"ჯობია, შევინარჩუნოთ პირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტი"

ზაქარია ქუცნაშვილი:-"ჯობია, შევინარჩუნოთ პირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტი"

   ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დაადასტურა საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში ბოლო დღეების განმავლობაში განხილვის საგნად ქცეული საკიტხი-პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის შესახებ. დეპუტატის თქმით შემოდგომაზე საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებს.

   -"როცა კარგად გავეცანი საპარლამენტო მმართველობის სისტემას და ამ სისტემაში პრეზიდენტის როლს, სადაც პრეზიდენტი ფაქტობრივად, არის კრიზისების არბიტრი და საგანგებო სიტუაციების ხელისუფალი, ანუ პრეზიდენტის არსებითი უფლებამოსილებები ძალაში შედის, თუ მთავრობა და პარლამენტი ერთმანეთში ჩხუბს დაიწყებენ, თუ ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო ქვეყანაში კრიზისი შეიქმნება, თუ საპარლამენტო მმართველობის სისტემაში ეს არის მისი არსებითი ფუნქცია, მაშინ  ჯობია, ქვეყნის პირველი პირის ლეგიტიმაცია მაღალი იყოს, ამიტომაც მე შინაგანად უფრო გადავიხარე იმისკენ, რომ ჯობია, შევინარჩუნოთ პირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტი, იმის გამო, რომ მთავრობასა და პარლამენტს შორის კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში ის იყოს ობიექტური არბიტრი და არ იყოს მხოლოდ პარლამენტის ნებაზე დამოკიდებული"- განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: