ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პრეზენტაციას ევა სმედბერგი გახსნის

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პრეზენტაციას ევა სმედბერგი  გახსნის

   დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" 10:30 საათზე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ანგარიშის "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების შესრულება საქართველოში 2013 წელს ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროში" პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას, რომელსაც შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ევა სმედბერგი  გახსნის საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური მისიების, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

    ანგარიში წარმოადგენს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ესპ-ის ) სამოქმედო გეგმის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების მიხედვით საქართველოს ხელისუფლების მიერ 2013 წელს გაწეული საქმიანობის შეფასებას. იგი ასახავს ვაჭრობის, საბაჟო პროცედურების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, ინვესტიციებისა და კონკურენციის პოლიტიკის კუთხით ქვეყანაში განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური თუ ადმინისტრაციული ცვლილებების ანალიზს და ამ რეფორმებთან დაკავშირებით, როგორც სამთავრობო სექტორის, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენელთა და დამოუკიდებელ ექსპერტთა შეხედულებებს.

    ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ მომზადებული ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც, ანგარიშის ავტორთა აზრით, ხელს შეუწყობს ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში მთავრობის პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდას და მის შემდგომ დაახლოებას ევროკავშირის მიდგომებთან.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: