დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

   კომპანია "თელასის" ინფორმაციით დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია, რომლის დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

 დიდგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

 საბურთალოს რაიონი

10:00  საათიდან 18:00  საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით  შეზღუდვა შეეხება:  ვაჟა-ფშაველას გამზირის, ზემო ვეძისის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ნუცუბიძის, ოთარ ჭილაძის, ქართველიშვილის, შავგულიძის, ანა პოლიტკოვსკაიას, მინდელის, ოსეთის, ვოლოდარსკის და ლევანდოვსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ვაშლიჯვრის დასახლებაში გოძიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის მაცხოვრებლებს.

 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  აღმაშენებლის ხეივნის VIII, XI, XII, და XIII კილომეტრების, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, სოფელ დიღმის, ფარნავაზ მეფის გამზირის, დემეტრე თავდადებულის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 ნაძალადევის რაიონი

10:00  საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გურამიშვილის გამზირის და ძმები გარიშვილების ქუჩის მაცხოვრებლებს.

 მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  რუსთაველის გამზირის, აბაშიძის და თაბუკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დიღმის მასივის III კვარტლის მაცხოვრებლებს.

 გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

 სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ვარკეთილის მასივის X კვარტლის და სოფელ დიდი ლილოს მაცხოვრებლებს.

 ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  აღმაშენებლის გამზირის და მარჯანიშვილის  ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: