ირაკლი ღარიბაშვილი:ხელისუფლების მიზანია დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება

ირაკლი ღარიბაშვილი:ხელისუფლების მიზანია დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს რათა, ყველა პარტიას სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება მიეცეს. ამის შესახებ ირაკლი  ღარიბაშვილმა  NDI-ს დელეგაციასთან შეხვედრისას ისაუბრა.

შეხვედრის ძირითადი თემები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამზადისი, პოლიტიკურისუბიექტების აქტივობა და საარჩევნო გარემო იყო.

პრემიერმა დელეგაციას ინფორმაცია საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივიპროცედურების განხორციელებაზე გამოცხადებულ მორატორიუმთან დაკავშირებითაც მიაწოდა და განმარტა,რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანია დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: