Iverioni
«    მაი 2023    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
მაისი 2023 (3)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
30-04-2014, 14:01
ნანახია: 1530

საპროტესტო აქცია ბათუმში

   ბათუმში, 53 ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულებმა  აქცია გამართეს. შეკრების მიზეზად კი ასახელებენ, რომ შესაძლოა ისინი ბარაკებიდან გაასახლონ. ამის საფრთხე მას შემდეგ შეამჩნიეს, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან საბავშვო ბაღისა და სამედიცინო პუნქტის გახსნაზე უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ ტერიტორია სახელმწიფოს ეკუთვნის და ინვესტიციისთვის არის განკუთვნილი.

   როგორც მოსახლეობამ "ივერიონთან" საუბარში განაცხადა, ისინი ბარაკებს არ დატოვებენ მანამ, სანამ სახელმწიფო არ შეისწავლის მათ სოციალურ მდგომარეობას და არ გაუწევს შესაბამის დახმარებას.

   "როგორც ჩენ გვითხრეს ეს ტერიტორია თურმე საივესტიციოდ ყოფილა გამზადებული. მოსახლეობა არ ეწინააღმდეგება ინვესტიციებს ამ ტერიტორიაზე. მაგრამ ინვესტიციების ჩადება მოხდება მას შემდეგ, როცა იქნება ობიექტური დასკვნა ვინაა სოციალურად დაუცველი და ვის ჭირდება დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში არც ერთი ოჯახი აქედან გამსვლელი არ არის. ვითხოვთ რომ ინვესტორებმა და სახელმწიფომ გაითვალისწინოს მოთხოვნა" - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.

აკაკი წოწონავა