მამა ელიზბარ დეკანოიძე:-"ეს 109 დეპუტატი იმაზე ჭკვიანი, ვინც სჯულის კანონი შეადგინა ვერაფრით იქნება"

მამა ელიზბარ დეკანოიძე:-"ეს 109 დეპუტატი იმაზე ჭკვიანი, ვინც სჯულის კანონი შეადგინა ვერაფრით იქნება"

მამა ელიზბარ დეკანოიძე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების გადადებას გამოეხმაურა: 

   _"კანონის გადადების მიზეზი თურმე ასეთი ყოფილა-სამღვდელოება შეცდომაშია შეყვანილი, მოკლედ რომ ვთქვათ უვიცია, არ იცნობს ამ კანონპროექტის შინაარსს, არ  იცნობს ევროპულ კანონმდებლობას, არაფერი არ იცის, ავუხსნით და დავარწმუნებთ, რომ ეს ცუდი არ არისო. ეგენი ვერ ამიხსნიან, იმიტომ რომ უფალი მიხსნის, სჯულის კანონი მიხსნის, იმიტომ რომ რუის-ურბნისის კრების კანონი მიხსნის მე რა არის ცუდი და რა არის კარგი. ეს 109 დეპუტატი იმაზე ჭკვიანი, ვინც სჯულის კანონი შეადგინა ვერაფრით იქნება. ამ კანონის მიღების შემთხვევაში გამკაცრდება პროტესტის ფორმები. მე არ ვიცი სამღვდელოების სხვა ნაწილი რას იზამს, მაგრამ  ორგანიზაცია "უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლე" აუცილებლად მკაცრ პოზიციას დაიკავებს. ახლა არჩევნებია კარს მომდგარი და ძალიან ცუდად მოუტრიალდება თავისი ქმედება ამ მთავრობას"

   მისი თქმით თუ პარლამენტი ამ კანონს მიიღებს, ხალხი ქუჩაში გავა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: