ჯეიმს აპატურაი:-"უმცირესობების დაცვა აუცილებელ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს ნატო-ს მოკავშირე ყველა ქვეყნისთვის"

ჯეიმს აპატურაი:-"უმცირესობების დაცვა აუცილებელ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს ნატო-ს მოკავშირე ყველა ქვეყნისთვის"

   ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ, რომელიც საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა,  განაცხადა, რომ  უმცირესობების დაცვა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა ნატო-ს მოკავშირე ყველა ქვეყნისთვის. 

   -"ამ მიმართულებას ორი პოზიცია აქვს, საქართველო იღებს ისეთ კანონებს, რომელიც პატივს სცემს ქვეყნის საზოგადოების მოთხოვნებს და საქართველოს იურიდიულ ჩარჩოებს. ჩვენ არსად არ გვინდა ჩავერიოთ, ნატო-ს წევრ ქვეყნებშიც კი არ ვერევით ასეთ საკითხებში, მაგრამ აბსოლუტურად რელევანტურია, რომ უმცირესობების დაცვა აუცილებელ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს ნატო-ს მოკავშირე ყველა ქვეყნისთვის. უმცირესობა დაცული უნდა იყოს როგორი უმცირესობაც არ უნდა იყოს ეს, ნაკლებად პოპულარული თუ მეტად პოპულარული. ეს ის ღირებულებაა, რომელსაც ძალიან მაღალ დონეზე ვაყენებთ. ზოგადად, ნატო-ს და მის მოკავშირეებს სურთ დაინახონ, რომ ნაბიჯები გადადგმულია უმცირესობის დასაცავად იმ ქვეყნებში, რომელიც ალიანსის წევრობისკენ მიისწრაფიან", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: