ირაკლი სესიაშვილი:-""კიტოვანის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი საქმიანობა სერიოზული კომენტარის გაკეთებასაც კი არ იმსახურებს"

ირაკლი სესიაშვილი:-""კიტოვანის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი საქმიანობა სერიოზული კომენტარის გაკეთებასაც კი არ იმსახურებს"

   პარლამენტის  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მასთან რაიმე სახის თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს. მისივე თქმით "კიტოვანის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი საქმიანობა სერიოზული კომენტარის გაკეთებასაც კი არ იმსახურებს".

    -"რა უნდა გითხრათ? - კიტოვანის რაღაც ორგანიზაციასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იქმნება და არსებობს, ეს კარგია, თუმცა რაც შეეხება კიტოვანს, მის მიერ გაკეთებული საქმეები და მისი პერსონა პირადად ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესოა,  ვგულისხმობ ბატონი კიტოვანის მოღვაწეობას არასამთავრობო სექტორში და არა მის წარსულ საქმიანობას. ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ასევე საქართველოს შიდა და გარე საფრთხეებზე ხელისუფლება და შესაბამისი სტრუქტურები ზრუნავენ".

   ცნობისთვის, თენგიზ კიტოვანმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა რომან გვენცაძემ და უშიშროების ყოფილმა გენერალმა ზურაბ ბაქრაძემ დღეს "სამოქალაქო ანტიტერორისტული ორგანიზაციის" შექმნა დააანონსეს და საზოგადოებას ამ ორგანიზაციის საქმიანობის სფერო გააცვნეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: