ნინო ბურჯანაძე: "ვივლი იმ ტრადიციების გზით პროგრესისაკენ, რომელიც არის ჯანსაღ ფსიქიკასთან შესაბამისობაში"

ნინო ბურჯანაძე: "ვივლი იმ ტრადიციების გზით პროგრესისაკენ, რომელიც არის  ჯანსაღ  ფსიქიკასთან  შესაბამისობაში"

   კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

   "ერთი რაც მაინტერესებს და რაც ვერ ვნახე, ჩამოყალიბდა თუ არა ბატონი დავით უსუფაშვილი იმასთან დაკავშირებით ვართ თუ არა რუსეთში,  რუსეთის შემადგენლობაში. მან გამოიყენა ასეთი ტერმინი -  ან დავრჩებით რუსეთში, ან წავალთ ევროპისკენ. როგორც ჩანს ბატონი დავითი თვლის, რომ ჩვენ რუსეთში ვართ. 

   რაც შეეხება კანონში იმის ჩაწერას, რომ არავინ, არც ერთი ნიშნით არასოდეს არ უნდა დაიჩაგროს, ამას ყოველთვის ვეთანხმებოდი, დღესაც ვეთანხმები და ხვალაც დავეთანხმები. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს, საუბარია იმაზე, რომ ხელოვნურად შემოდის ამ თემით სპეკულირება, ხდება ამ თემით სხვა უფრო მნიშვნელოვანი თემების გადაფარვა. ხდება პროპაგანდა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის. ხდება ბავშვებისათვის თავში იმ აზრის ჩადება, რომ არაფერი განსაკუთრებული იმაში არ არის, თუ ადამიანი არატრადიციული ორიენტაციისაა და პირიქით ხდება წახალისება. 

   ჩვენ სწორედ ამას ვაპროტესტებთ და არა იმას, რომ ვინმე არ უნდა დაიჩაგროს. ასე რომ, დაანებონ თავი დემაგოგიას, დაანებონ თავი საქართველოსათვის იმ ფასეულობების თავს მოხვევას, რომელიც ჩვენთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. 

   ერთ კითხვას დავსვამ: ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევანი დგას რუსეთსა და ევროპას შორის, როცა არჩევანი კეთდება ჰომოსექსუალიზმის ღია პროპაგანდასა და არდაჩაგვრას შორის, ვის საქმეს აკეთებენ? ძალიან სერიოზული კითხვის ნიშანი ისმება ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვერასოდეს ვერ მივიღებ ჰომოსექსუალიზმის, ინცესტის დაკანონებას,   ჩვენს ქვეყანაში ეს არის მიუღებელი, და თუ არჩევანი დგას ასე: ინცესტის მიღება, თუ დარჩენა იქ სადაც ვართ, მე არ ვარ რუსეთში, მე ვარ საქართველოში, მე მინდა დავრჩე ჩემს ქვეყანაში. ვივლი ტრადიციების გზით პროგრესისაკენ, მაგრამ იმ პროგრესისაკენ, რომელიც არის ნორმალურ, ჯანსაღ, ადამიანურ ფსიქიკასთან  შესაბამისობაში. არავის არ დავჩაგრავთ, ოღონდ თავის ცხოვრების წესს ნურავინ თავს ნუ მოგვახვევს."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: