"ვთხოვთ უწმინდესს, დაგვიბრუნოს დედა პარასკევა"

"ვთხოვთ უწმინდესს, დაგვიბრუნოს დედა პარასკევა"

   "ივერიონის" რედაქციაში მოქალაქეთა ჯგუფმა წერილი შემოიტანა და ადრესატამდე და ფართო მკითხველამდე მიტანა ითხოვა. წერილის ავტორები დედა პარასკევას სამთავროს მონასტერში დაბრუნებას ითხოვენ. 

   "ივერიონი"  წერილს უცვლელად გთავაზობთ.

   -"გთხოვთ გააზიარეთ და გაავრცელეთ! დედა პარასკევა-სიმბოლო კეთილშობილების, უანგარობის და ერთგულების. ასე შეგვიძლია მოვიხსენიოთ ის მონაზონი, რომელიც მამა გაბრიელის რჩეული დედაოა და დღეს ტაძარში არ ან ვერ არის. რატომ? ვრცელი თემაა და შეიძლება თვითოეული ჩვენთაგანისთვის არც იყოს საჭირო დეტალების ცოდნა.ფაქტი ერთია- დედა პარასკევა დღეს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების გვერდით არ დგას და ძალიან გთხოვთ მიზეზის ძებნას კი ნუ დავიწყებთ, უბრალოდ ყველამ ერთად ვთხოვოთ საპატრიარქოს, სამთავროს დედათა მონასტერს, იღუმენ დედა ქეთევანს დაგვიბრუნონ დედა პარასკევა.მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან მიახლოებისას მოგვცენ იმის საშუალება შეგვახედონ წმინდა მამა გაბრიელის ცოცხალ მატიანეს, დედა პარასკევას. მართმადიდებლობო! არა მგონია იყოს იმის დრო და ადგილი ვარკვევდეთ ვინ ვინ გალანძღა და ვინ ვის შეურაცხყოფა მიაყენა, ვინ თავისით დატოვა მონასტერი და ვინ გამოაგდეს...ფაქტი ერთია, არც დედა ქეთევანი, არც თვითეოული მონაზონი და არც დედა პარასკევა თავის თავს არ ეკუთვნიან. ყველა ისინი უფლის და ხალხის საკუთრებაა და კონკრეტულად ამ შემთხვევისთვის დედა პარასკევა, რჩეული მამა გაბრიელის მიერ, დღეს მამა გაბრიელის ლუსკუმასთან არ დგას. მამა გაბრიელის ცოცხალი მატიანე დედა პარასკევა დღეს თბილისში ერთ-ერთ ბინაში არის შეფარებული და დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.      

   ვთხოვოთ საპატრიაქოს უწმინდესს, ვთხოვთ დედა ქეთევანს ნუ მოგვაკლებს ჩვენ ცოდვილებს მამა გაბრიელის ლუსკუმის გვერდით შეგვახედოთ დედა პარასკევას. 

   გთხოვთ,  დაგვიბრუნეთ დედა პარასკევა".

  "ივერიონი" წერილის ერთ-ერთ ავტორს ნინო ლურსმანაშვილს გაესაუბრა.

   -"მე ერთ-ერთი მოქალაქე ვარ, რომელსაც გული შემტკივა სამთავროს დედათა მონასტერში მომხდარ უსიამოვნოებაზე და გული მტკივა, როცა მონასტერში მისულს დედაო არ მხვდება. საბედნიეროდ მე ერთი არ ვარ და ჩემს გვერდით ასობით ადამიანი დგას. მე ორი ღის წინ ვიყავი სამთავროს დედათა მონასტერში და ცრემლებს ვერ ვიკავებდი ტაძარი და მისი შემოგარენი ფაქტიურად ცარიელია

ჩვენი მიზანია ეს მიმართვა საქართველოში ხვალ დაბრუნებულმა პატრიარქმა ნახოს, გვინდა ვთხოვოთ უწმინდესს შეხვდეს დედა ქათევანს და დედა პარასკევას. მხოლოდ ილია მეორის სიბრძნე დაგვიბრუნებს დედა პარასკევას მამა გაბრიელის ლუსკუმასთან. 

   -მონასტრიდან წასვლის შემდეგ თუ ნახეთ დედაო?

-მქონდა ბედნიერება მენახა დედა პარასკევა მრევლის ერთ-ერთ ოჯახში შეკედლებული.      ორიოდე წუთით ვნახე მხოლოდ. ის წნევიანი, თავჩახრილი, უხმოდ იჯდა და უფალს და მამა გაბრიელს ავედრებდა საქართველოს და დედათა მონასტრის მრევლს. ლოცულობდა დედა ქეთევანზე და მონაზვნებზე. აი, გესაუბრებით და ახლაც ცრემლი მომდის..

  მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვოთ უწმინდესს, დაგვიბრუნოს დედა პარასკევა!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: