ინგა ჟღერია: რატომ გვიმალავენ იმას, რაზეც პასუხი უნდა ვაგოთ თურმე სასამართლოს წინაშე?!

ინგა ჟღერია: რატომ გვიმალავენ იმას, რაზეც პასუხი უნდა ვაგოთ თურმე სასამართლოს წინაშე?!

დაძაბულობა ქვეყანაში თანდათან პიკს აღწევს. საზოგადოება ხვდება, რომ ხელისუფლება მისთვის და უპირველესად ქვეყნისთვის, საზიანო კანონს იღებს.
"ივერიონი" ერთ-ერთი მართლმადიდებელი მრევლის ინგა ჟღერიას გამოხმაურებას გთავაზობთ, რომელიც საზოგადოების განწყობას არსებითად ეხმიანება.


"გამცენ პასუხი, როგორც მართლმადიდებელს, ჩაეთვლებათ თუ არა ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ მღვდლებს ჰომოსექსუალიზმის და ამ ცოდვის მატარებელი ადამიანების შესახებ უარყოფითი მოტივაციით ქადაგება ეკლესიაში დანაშაულად და ამ ცოდვის მომაკვდინებელ სენად მოხსენიება თუ მოიაზრება ჰომოსქესუალების დისკრიმინაციად? მეორე საკითხი, რაც მაინტერესებს, გახლავთ ის, რომ ექნება თუ არა დამქირავებელს თავისუფალი არჩევანი იმაში, საკუთარი ნების გათვალისწინებით არ მიიღოს სამსახურში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, რადგანაც ჩათვლის, რომ ის შეურაცხყოფს უმრავლესი თანამშრომლის მორალურ წარმოდგენას ბუნებრივ ინტიმურ ურთიერთობებსა და ამის შედეგად მიღებულ შობადობასა და სარწმუნოებით გათვალისწინებულ ზნეობრივ საკითხებზე? სად არის კანონში მითითებული პუნქტი, რომ ლგბტ-ს წარმომადგენლობას ეკრძალება მიტინგის და მსვლელობის ჩატარება ხალხმრავალ ადგილებში, სადაც არასრულწლოვანთა თვალები დაცული არ იქნება ამისგან? ვეთანხმები მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ პუნქტს, სადაც წერია, რომ სექსუალურ უმცირესობებზე ფიზიკური ძალადობა დასჯადია. დანარჩენი, განსაკუთრებით კი მათთვის მინიჭებული ზედნადები უფლებები ჩემთვის კვლავ ბუნდოვანია და საჭიროებს დაწვრილებით გასაჯაროებას, ისე, რომ ეს ჩაკეტილი პარლამენტის კედლებში კი არ იხილებოდეს, არამედ, მთავრობის შენობის მიღმაც. კანონპროექტის საბოლოო ფორმით მიღებამდე უნდა იქნას საზოგადოების და საეკლესიო პირების ჩართულობა მასში,რადგანაც ეს კანონი ძალაში შესვლისთანავე მთელს საზოგადოებაზე გავრცელდება და არა მხოლოდ კონკრეტულ პირებზე. რატომ გვიმალავენ იმას, რაზეც პასუხი უნდა ვაგოთ თურმე სასამართლოს წინაშე შემდგომ? მესამე საკითხი, რაზეც მჭირდება მთავრობისგან რეაგირება, გახლავთ შემდეგი: ამ კანონპროექტის მეორე მუხლის მეხუთე პუნქტში გამოთქმულია ასეთი სახის აკრძალვა: "დისკრიმინაციად ჩაითვლება ნებისმიერი სახის შევიწროება, რომელიც ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშნის გამო მიზნად ისახავს ან იწვევს პირის, ან პირთა ჯგუფისთვის მტრული, დამაშინებელი, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან სხვა სახის შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას". ამავე პრინციპებით ჩაითვლება თუ არა სექსუალური უმცირესობისგან ჯანსაღი უმრავლესობის დისკრიმინაცია ,თუ ლგბტ პირები გვიწოდებებ "ჰეტერო ღორებს" (რაც ხაზგასმულია მათივე მანიფესტში) და ჩაიდენენ ისეთ შეურაცხმყოფელ ქმედებებს ხალხში, აშკარად, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება ჩვენს ზნეობრივ პრინციპებს? სად არის მითითებული ჩვენი სარწმუნოებისადმი პატივისცემა იგივე დემოკრატიული პრინციპების გამოყენებით, რაზეც აგებულია მთელი ეს კანონპროექტი? კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხის დამატებასაც ვითხოვ, შეტანილ იქნას კენჭისყრის უფლება, პოლიტიკური და საკანონმდებლო ენით - რეფერენდუმის ჩატარების სახელმწიფოებრივი ნება, სადაც აისახება მოქალაქეების სურვილი ამა თუ იმ ნიუანსების გათვალისწინებით, სხვადასხვა სფეროში, მიიღონ თუ არა სექსუალური უმცირესობის წევრები მათ გვერდით ახლო კონტაქტის უფლებით? ცივილურ სახელმწიფოებში ასეთი საკითხები რეფერენდუმის გზით მარტივად იჭრება და ბუნებრივად იცილებს თავიდან ძალადობის ინციდენტს."

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: