ცესკომ რეგისტრაციის პროცესი დაასრულა

ცესკომ რეგისტრაციის პროცესი დაასრულა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის პროცესი დაასრულა. ცესკოს, რეგისტრაციისთვის, 34-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა. ამaთგან, თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, 26 პოლიტიკური გაერთიანება დარეგისტრირდა, ხოლო 6-ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2 საარჩევნო ბლოკია რეგისტრირებული: ”ქართული ოცნება”და ”არასაპარლამენტო ოპოზიცია”. შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიებს, საარჩევნო ბლოკის შექმნის თაობაზე განაცხადი 3 მაისის ჩათვლით უნდა წარმოედგინათ. ზემოაღნიშნული ვადის გათვალისწინებით, ცესკოში დამატებით ორი განაცხადია შესული: რეგისტრირებული პარტიებიდან ბლოკის - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შექმნის თაობაზე ცესკოს, პ/გ-ამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ“ მიმართეს; ხოლო ”თვითმმართველობა ხალხს” ბლოკის შექმნის მოთხოვნით, კომისიაში განაცხადი შემოიტანეს პარტიებმა - ”ევროპელი დემოკრატები”და ”სამართლიანი საქართველოსთვის”. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ზემოაღნიშნული პარტიების ბლოკებად რეგისტრაციის პროცედურები 9 მაისის დასრულდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: