გიორგი ლაღიძე მედიას მიმართავს!

გიორგი ლაღიძე მედიას მიმართავს!

პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერის, თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი ლაღიძის განცხადებით წინასაარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს.
 "ჩვენ გვაქვს სისტემატური შეხვედრები მოსახლეობასთან, რომელიც ფაქტიურად არ შუქდება, ხოლო გამორჩეულად რამდენიმე კანდიდატის პიარი მიმდინარეობს განსაკუთრებით ტელევიზიების მეშვეობით, როგორც სჩანს გარკვეულ გარიგებასთან გვაქვს საქმე ხელისუფლებასა და ზოგიერთ ოპოზიციურ ძალას შორის, და ისინი უბრალოთ აპირებენ 15 ივნისს გაიფორმონ წინასწარ გარიგებული შედეგები, მინდა მოვუწოდო მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ჯეროვნად მოხდეს გაშუქება ყველა არჩვენებში მონაწილე პოლიტიკური სუბიქტის, სხვა შემთხვევაში წინასაარჩვენო კამპანია დაემსგავსება მასკარადს და ეს კარგად არ აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებაზე. ასევე ვაპირებ ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს" _ განაცხადა გიორგი ლაღიძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: