ევროპის ჩემპიონ გიორგი მეტრეველს საზეიმოდ დახვდნენ

ევროპის ჩემპიონ გიორგი მეტრეველს საზეიმოდ დახვდნენ

ხაშურის საქალაქო კულტურის ცენტრში, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა, რაიონის გამგებელმა მამუკა ხაჩიძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულომ მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი გიორგი მეტრეველი საზეიმოდ დააჯილდოვეს.

ახალგაზრდა სპორტსმენს წმინდა გიორგის ხატი და 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცეს. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისიდან ქართული ესტრადის ცნობილი სახეები სოფო ბედია, ქეთი გომართელი, ანი სირაძე, ვერიკო ტურაშილი, თემო საჯაია, კაკი ბოლქვაძე და სხვები სტუმრობდნენ. საღამოს კი უმშვენიერესი თამუნა გომართელი უძღვებოდა.

მომღერლებმა გიორგის წარმატებები უსურვეს და რამდნეიმე სიმღერაც მიუძღვნეს. კონცერტის ორგანიზატორი - ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური იყო.  

„ძალიან კარგი საღამო გამოვიდა, გიორგის მინდა მივულოცო ეს დიდი გამარჯვება და იმედია მომავალში უფრო ასახელებს საკუთარ ქვეყანას და ხაშურს“ _ განაცხადა „ივერიონთან“ საუბრისას მომღერალმა ანი სიარძემ.

გიორგი საკარული

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: