გზამკვლევი ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე

გზამკვლევი ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე

   ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველო' აქვეყნებს გზამკვლევს ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებათა საკითხებზე. 

   პრეზენტაცია გაიმართება 7 მაისს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში (ჭოველიძის 10).  

   გზამკვლევი ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე საკმაოდ სქელტანიანი-744 გვერდიანი გამოცემაა, რომელიც მომხმარებელთა ფართო წრისთვისაა განკუთვნილი. განსაკუთრებით საინტერესო კი ჯანდაცვის სპეციალისტებისა და იურისტებისათვისაა. გზამკვლევის თავები ეთმობა ადამიანის უფლებების საკითხებს, როგორიცაა პაციენტზე მზრუნველობა,  პალიატიურ პაციენტთა უფლებები, აივ/შიდსით, ტუბერკულოზით ინფიცირებულთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობები და მათი ჯანმრთელობის უფლებები და სხვა უმცირესობათა ჯანმრთელობის საკითხები.

   გზამკვლევის გამოყენება შესაძლებელია როგორც თემატური და სასწავლო კურსების შესამუშავებლად, ასევე ჯანდაცვასთან დაკავშირებული სარჩელების მოსამზადებლად და სტრატეგიული სამართალწარმოების განსახორციელებლად.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: