ნიკა გვარამია:-"შსს-დან გამოჟონა ინფორმაციამ"

ნიკა გვარამია:-"შსს-დან გამოჟონა ინფორმაციამ"

   სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსასმენი აპარატურა ტელეკომპანიაში დაახლოებით 1 წლის წინ დამონტაჟდა და შსს–ში უკვე 100 მ–დე ფაილია. ამის შესახებ მან დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

   -"ჩვენს ხელთ ორი ვიდეო–ფაილია, რომელიც ჩემი და ნინო შუბლაძის ერთ კონკრეტულ სამუშაო დღეს მოიცავს. ჩემს შემთხვევაში ეს არის 1 საათი, ხოლო ნინოს შემთხვევაში – 15 წუთი. აქ არის პირადი ცხოვრების ამსხაველი დეტალები, ანუ პირადი სატელეფონო საუბრები, რომელიც სამსახურებრივად საინტერესოს არ წარმოადგენს. არის ასევე სამსახურებრივი საუბრებიც. რაც შეეხება ინტიმურ დეტალებს, ეს ფაილები ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენი ინფორმატორის ინფორმაციით, არსებობს 100–მდე ფაილი, რომელიც ასახავს როგორც "რუსთავი 2"–ში, ასევე მის გარეთ არსებულ ინფორმაციას. წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროა. აქ წარმოდგენილი ორი ფაილი გადაღებულია 2012 წლის ივნისში. წყაროს ინფორმაციით, ეს ვიდეო–კამერა უკვე საკმაოდ დიდი ხანია – 1 წელია, დამონტაჟებულია", – განაცხადა გვარამიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: