"რუსთავი 2"-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

"რუსთავი 2"-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

"რუსთავი 2"-ის დღევანდელი განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, მოხდება ყველა იმ ჩანაწერის, ტექნიკური მოწყობილობის ამოღება, რომელზეც ტელეკომპანია ფიქრობს, რომ საეჭვოა. მისივე თქმით, საგამოძიებო ჯგუფი "რუსთავი 2"-ში უკვე გასულია და ადგილზე მუშაობს. პროკურორის განცხადებით, ტელეკომპანიის თანამშრომლებს უფლება აქვთ, ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს ანონიმურობა დაიცვან.

"გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს კერძო საუბრების, კერძო კომუნიკაციის, საიდუმლოს დარღვევას. მთავარ პროკურატურაში შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას და ღონისძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმრიტება. ამავდროულად, ჩვენ მივმართავთ "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს, რომ აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეომასალის წარმომავლობის და შესაძლო დანაშაულში მონაწილე ყველა პირის გამოვლენა", - განაცხადა კაციტაძემ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: