აფხაზეთიდან ქართველთა ცხედრებს თვის ბოლოს გადმოასვენებენ

აფხაზეთიდან ქართველთა ცხედრებს თვის ბოლოს გადმოასვენებენ

აფხაზურ მხარესთან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ 1993 წლის საომარი მოქმედებების დროს ბაბუშერაში, თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგად დაღუპულთა საფლავები გაიხსნება . ცხედრების გადმოსვენება თვის ბოლოსაა დაგეგმილი. მანამდე კი, იდენტიფიცირების მიზნით, გვამებს ექსჰუმაცია ჩაუატრდებათ, რაშიც "წითელი ჯვრის" მიერ ჩამოყვანილი უცხოელი ექსპერტები აქტიურად ჩაერთვებიან. პირველადი ექსპერტიზა სოხუმში ჩატარდება, მოგვიანებით კი საქმეში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროც ჩაერთვება. ქართული მხრიდან, ორმხრივი მექანიზმების პროცესს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, დავით დარახველიძე ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში ქართული მხრიდან ასევე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისია და დამოუკიდებელი ექსპერტები იყვნენ ჩართული. შეგახსენებთ, რომ, 1993 წლის სექტემბერში, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად ადამიანებმა ერთდროულად ოჯახის რამდენიმე წევრი დაკარგეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: