თიკო კურტანიძე:-"რაც მოხდა, ტელეკომპანიისთვის შეურაცხმყოფელი ფაქტია"

თიკო კურტანიძე:-"რაც მოხდა, ტელეკომპანიისთვის შეურაცხმყოფელი ფაქტია"

   ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში განვითარებულ მოვლენებს დღეს უკვე უამრავი შეფასება მოჰყვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების მიერ, "ივერიონი" დაინტერესდა რას ფიქრობენ სხვა ტელეკომპანიები და ჟურნალისტები ზაალ უდუმაშვილის მიმართვაზე.

   მკითხველს შევახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზაალ უდუმაშვილმა კოლეგებს მიმართა:

   -"მინდა მივმართო ყველა ჟურნალისტს, ჩვენ ჩვენი კოლეგების მხარდაჭერის იმედი გვაქვს, საქმე არ არის მხოლოდ "რუსთავი 2"-ში, ჩვენ მხოლოდ ერთიანი ძალისხმევის შედეგად შევძლებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. უნდა დავდგეთ ერთად, რომ მომავალში სხვა მედია-საშუალებები არ აღმოჩნდნენ ანალოგიური პრობლემის წინ".

   ახალციხის ტელეკომპანია "9არხის" ჟურნალისტი თიკო კურტანიძე "ივერიონთან საუბარში აცხადებს:

   -"ვფიქრობ, რომ ტელეკომპანიისთვის შეურაცხმყოფელი ფაქტია და აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული. კარგია, რომ საქმით პროკურატურა უკვე დაინტერესდა, თუმცა როგორ გამოიძიებენ ეს უკვე სხვა საკითხია. უდუმაშვილის მიმართვას რაც შეეხება, ჯერჯერობით არაფერს ვგეგმავთ, გარდა იმისა, რომ სიუჟეტს ამზადებს ჩვენი ცენტრალური ჯგუფი და ეთერში გავუშვებთ".

აკაკი წოწონავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: