მიხეილ სააკაშვილი:-"ბევრი შეცდა, როცა ფიქრობდა, რომ პოლიტიკიდან სამუდამოდ მიშორებდა"

მიხეილ სააკაშვილი:-"ბევრი შეცდა, როცა ფიქრობდა, რომ პოლიტიკიდან სამუდამოდ მიშორებდა"

   მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანულ გამოცემა "haqqin.az"-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საერთაშორისო დონეზე მას მოქმედი სახელმწიფო მმართველები ისევ ეკონტაქტებიან.

   -"მირეკავენ სენატორები, მინისტრები, მოქმედი პრეზიდენტები. არ მაქვს განცდა, რომ არავის ვჭირდები, ან ვიღაცამ გადამაგდო.  აქტიურად ვმუშაობ. უკრაინის მოვლენებში ვიღებ მონაწილეობას. დღევანდელ დღეს, როცა "ფეისბუქი" არსებობს, არ არის აუცილებელი, თანამდებობის პირი იყო, რომ პროცესებზე მოახდინო გავლენა. ჩემს პოსტებს "ფეისბუქში" 600-700 ათასი ადამიანი კითხულობს, ანუ ჩვენ სხვა ეპოქის შვილები ვართ. ამიტომ ბევრი შეცდა, როცა ფიქრობდა, რომ პოლიტიკიდან სამუდამოდ მიშორებდა. სამწუხაროდ ან საბედნიეროდ, უკრაინის მოვლენებმა დიდ პოლიტიკაში დამაბრუნეს.  მე ეს კარგად ვიცი, რადგან სერფინგითაც და პოლიტიკითაც ვარ დაკავებული. მთავარი ისაა, რომ წყალქვეშ არ აღმოჩნდე. ჩვენი რეფორმების სწრაფი განვითარება მაფიქრებდა ხოლმე, რომ ადრე თუ გვიან, ტალღა დამფარავდა. კი, ტალღამ წამაქცია, თუმცა  არ ჩავძირულვარ. ახლა ვტივტივებ.

   ... ახლა საქართველოში რთული პერიოდია, ქვეყნის განვითარება არ ხდება, თუმცა  საქართველო ასე სწრაფად უკუსვლას არ დაიწყებს და არ დაინგრევა, რადგან ჩვენი გუნდის შექმნილი ძლიერი ინსტიტუტები ინერციით ისევ აძლიერებს ქვეყანას".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: