Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (4)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
6-05-2014, 19:28
ნანახია: 911

რას ჩამოგვიტანს ნოდარ ხადური?!

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უმაღლეს დონეზე  ორმხრივი შეხვედრები გამართა.

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ტაკეჰიკო ნაკაოსთან  გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა,  საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი  მზადყოფნას გამოხატავს, ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის გარდა,  საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის რეფორმებზე მუშაობის პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

ფინანსთა მინისტრი ასევე  იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტს, კოდერა კიოშის შეხვდა. მხარეებმა, საქართველოში JICA-ს მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

 

ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრა შედგა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებთან, რომელზეც  განსაკუთრებული ყურადღება,   საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს რეგიონული ოფისის გახსნისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

 

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიური, რიგით 47-ე შეკრება, 2-5 მაისს, ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქ.ასტანაში გაიმართა.