"წითელი ბარათი სოზარ სუბარს!"-აქციას ლიკა ყაზბეგი უერთდება

"წითელი ბარათი სოზარ სუბარს!"-აქციას ლიკა ყაზბეგი უერთდება

   8 მაისს, 12.00 საათზე, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან იმართება საპროტესტო აქცია - პატიმრების უფლებებისათვის.

ამჯერად წითელი ბარათი, სოზარ სუბარმა "დაიმსახურა"! აქციის მონაწილეების მოთხოვნაა მოიხსნან და სათანადოდ დაისაჯონ ის ზონდერები და მწვალებლები, რომლებიც დღესაც იკავებენ თანამდებობებს. 

   გავრცელებული ინფორმაციით აქციას ლიკა ყაზბეგი უერთდება. "ივერიონი" მოდელიორს დაუკავშირდა.

   -"ამ აქციას ტელეკომპანია "ობიქტივი" აწყობს. ინიციატორი კოტე ინაშვილია. მე ვუერთდები, რადგან წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ის ხალხი, ვინც მონაწილე იყო პატიმრების წამებისა, კვლავ თანამდებობებზე იყვნენ. მინისტრის, სუბარის მიმართ, მე პირადად არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ვიცი, რომ პიროვნულად კარგი ადამიანია".

  -გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია ამ ეტაპზე?

  -ჩემი ქმარი, გიორგი ჯელაძე კვლავ შიმშილობს. დეპარტამენტს სამწუხაროდ პრინციპულად არ გადაჰყავს საავადმყოფოში. არ ვიცი რა იქნება და რა მოხდება, თუ ჩემმა ქმარმა შიმშილობა არ შეწყვიტა. იქ არიან პატიმრები, რომლებიც უფრო ხანგრძლივად შიმშილობენ. გიორგისთვის არაფრით არ შეიძლება შიმშილობა, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს თავის ჯანმრთელობას, მაგრამ სხვა გზა არ აქვს.

   მკითხველს შევახსენებთ, რომ მსჯავრდებულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც მისი თქმით 27 აპრილს ყოველგვარი განმარტების გარეშე მე-17 დაწესებულებიდან მე-6 დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: