მეუფე ილარიონი: თუ სახელმწოფო სახარებისეულ მცნებათა საპირისპირო კანონს მიიღებს, ღვთის რისხვა მთელ ხალხს დაატყდება თავს, რათა ამით გონს მოიყვანოს

მეუფე ილარიონი: თუ სახელმწოფო სახარებისეულ მცნებათა საპირისპირო  კანონს მიიღებს, ღვთის რისხვა მთელ ხალხს დაატყდება თავს, რათა ამით გონს მოიყვანოს

ეს პროექტი არის ურჩობის ნაყოფი, რომელიც ერს განსაცდელისკენ მიუძღვის, - ასე ეხმიანება მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი), პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ანტიდიკრიმინაციულ კანონს.  

„ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შესახებ გამოვხატავ ჩემს გულისტკივილს, რადგან, ეს პროექტი  ურჩობის ნაყოფია, რომელიც ერს განსაცდელისკენ მიუძღვის.
სახელმწიფო მაშინ იყო ძლიერი, როცა ერი და ბერი ერთად იდგა, ერთად აღასრულებდა ღმრთისთვის სათნო საქმეებს.
სახელმწიფო ემორჩილებოდა ეკლესიას და საქართველო მთლიანი იყო ნიკოფსიითგან დარუბანდამდის. დღეს სამწუხაროდ არ გულისხმაჰყო მთავრობამ უწმიდესის მოწოდება,
ლოცვა - კურთხევის არ შესრულება ეს უკვე არის დანაშაული, რომ არ ვილაპარაკოთ კანონპროექტზე, რომელიც სოდომ - გომორის ცოდვის გაგრძელებაა.
გავიხსენოთ ვისი გორისა ვართ, რანი ვიყავით და რა მოვალეობები გვაკისრია ერისა და იმ წმიდანების წინაშე, რომელთაც მოწამეობრივად შესწირეს თავი სამშობლოს.

მინდა მოვიყვანო ერეკლე მეფის სიტყვები: ”ჩვენ ირაკლი მეფემან, მპყრობელმან ქართლისა და კახეთისამან, ნება-ყოფლობითა სრულ ერთიანად ჩვენის ქვეყნების თავადთა, აზნაურთა, დიდ-ვაჭართა და გლეხთა: ღვთის მოწყალებით ამას ზედა დიაღ გულდაჯერებულ ვართ, (იგულისხმება დოკუმენტში ზემოთ ჩამოთვლილი ეპისტოლეს 15 მუხლი), რომ ჩვენს ქვეყანაში არც ყოფილა და არც არის ამისთანა ავნი და ღვთისგანმარისხებელნი საქმენი, მაგრამ ჩვენ ხალხს ვაფრთხილებთ: თუ ვინმე ამისთანა საქმის მქნელი გამოჩნდეს- ან მომწამლელნი, ან კაცის შემკრელნი, ან სიყვარულის და სიძულვილის წამლის მიმცემნი, ან ღვთის დიდად განმარისხებლისა და მიუტევებელისა ფინთისა და მყრალისა და ცეცხლით საუკუნოდ მწველისა მამათმავლობის მქმნელნი, მამალნი, ანუ, დედალნი, ესენი უნდა ძალიანი და საანდაზო ჯაჯაებით (ჯაჯა-დამნაშავე კაცის ტანჯვა-წამება) დაიხოცნენ.”
ეს განჩინება ყოველმა ეპისკოპოსმა თავის სამწყსოს საყდრებში თავის ხალხს წაუკითხონ და გააფრთხილონ.

ბერი პაისი მთაწმიდელი ბრძანებს: თუკი სახარებისეულ მცნებას ერთი ადამიანი დაარღვევს პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ მას ეკისრება. თუმცა, თუკი სახარებისეულ მცნებათა საპირისპირო რამ სახელმწოფოს კანონი ხდება, ღვთის რისხვა მთელ ხალხს დაატყდება თავს, რათა ამით გონს მოიყვანოს ის.

ღმერთმა დაიფაროს საქართველო!“, - წერს მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი) facebook – ის გვერდზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: