რამ შეაშინა ეკა გიგაური?!

რამ შეაშინა ეკა გიგაური?!

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“თავმჯდომარე ეკა გიგაური ყველა პრინციპულ და სადღეისოდ აქტუალურ საკითხებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს, თუმცა, არ აკონკრეტებს, ვინ უშლის მას ხელს და  რატომ გახდა ამ ბოლო ხანებში ასეთი სიტყვაძუნწი.  

ჩვენდა გასაკვირად, მან „ივერიონის“არც ერთ შეკითხვას პირდაპირ არ უპასუხა.

„ივერიონის“ კითხვაზე, იძლევა თუ  არა გადაუმოწმებელი საარჩევნო სიები არჩევნების ტოტალურად გაყალბების საშუალებას, გიგაურის პასუხი ასეთია:

ცესკომ ყველაფერი გააკეთა მის დასაზუსტებლად. მართალია, მასში არის ხარვეზები, მაგრამ, არა ისეთი, გაყალბების საფუძველი რომ გახდეს.

 რაც შეეხება ,,ნაციონალური მოძრაობისთვის“ საარჩევნო ნომრის, 5-ის,  ჩამორთმევას, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ცესკომ წერილით  მიმართა მათ ამ ნომრის შესახებ, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“  ნაუცბათევად წაიკითხა ეს წერილი და დაასკვნა, რომ ნომერს ართმევდნენ.“

ეტყობა, ხანდახან ენჯეოებსაც უდგებათ დრო, როცა ენას კბილი უნდა დააჭირონ!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: