NDI კვლევების მიზანია ირაკლი ალასანიას პოსტიდან გადაყენება და მისი პასუხისგებაში მიცემა გამოირიცხოს

NDI კვლევების მიზანია  ირაკლი  ალასანიას პოსტიდან გადაყენება და მისი პასუხისგებაში მიცემა  გამოირიცხოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე, NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ ბოლო კვლევას დღევანდელ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. „ NDI წლებია კვლევევბს უკვეთავს ,,კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს’’. ეს ორგანიზაცია კი ,,ნაციონალურ მოძრაობასთან’’ მჭიდროდაა დაკავშირებული. ამის დასტურად გამოდგება რამდენიმე გარემოება კერძოდ: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი დაარსებული ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრების ლევან თარხნიშვილის და პარლამენტარ თიკა ბოკუჩავას მიერ. თიკა ბოკუჩავა პარლამენტის დეპუტატობამდე კვლევების კურატორი გახლდათ ორგანიზაციაში. შემდგომში ბოკუჩავამ და თარხნიშვილმა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელად ასევე ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული პირი კობა თურმანიძე დანიშნეს. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ერთ–ერთი წამყანი ფიგურა გახლდათ დავით აფრასიძე, რომელიც ორაგანიზაციაში მრჩეველთა საბჭოში შედიოდა, შემდგომ კი 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პოლიციის აკადემიის რექტორი გახლდათ. NDI-ის პარტნიორი ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოში კარგა ხანი ადგილს ინარჩუნებდა ირაკლი ალასანიას მარჯვენა ხელი თამარ ქაროსანიძე, რომელიც დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახლავთ. ქაროსანიძე დღესაც ინარჩუნებს გავლენას ,,კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრზე’’ და სწორედ მისი,ნაციონალებისა და ალასანიას ალიანსის დამსახურებაა იარაკლი ალასანიას მაღალი რეიტინგები. ყოველივე კი კეთდება იმიტომ, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაწყებული გამოძიება თავდაცვის სამინისტროში ჯარისკაცების მოწამვლაზე და გაუმჭირვალე ტენდრებზე სადაც ალასანიას და სამინისტროს მაღალჩინოსნების სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა იკვეთება, გადაიფაროს და გარკვეული იმუნიტეტი შეუქმნას ამ რეიტინგებმა ალასანიას, რადგან, მათი აზრით თუკი ალასანიას მაღალი რეიტინგები ექნება მისი პასუხიგებაში მიცემა და პოსტიდან გაშვება გამოირიცხება’’ , - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: