ნინო ბურჯანაძე:-"მობრუნებული ნაციონელების" ჯოჯოხეთი არ შეეხება "რესპუბლიკურ პარტიას"

ნინო ბურჯანაძე:-"მობრუნებული ნაციონელების" ჯოჯოხეთი არ შეეხება "რესპუბლიკურ პარტიას"

   კოალიცია "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მუშაობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ხელოვანურად აპირებს "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ადგილზე გაყვანას. 

   -"ქვეყნისთვის ცუდია ის, რომ პრეზიდენტი გახდა სხვისი ხათრით არჩეული ადამიანი, რომელსაც შემდეგ ეს ადამიანი გაუნაწყენდა და დღემდე არ ელაპარაკებიან ერთმანეთს. ქვეყნისთვის ცუდია ისიც, რომ დღეს ქვეყანას ფაქტობრივად არ ჰყავს მთავარსარდალი; ქვეყნისთვის ცუდია ისიც, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილებას უკვეცავენ ისე, რომ პრეზიდენტი ამის თაობაზე ლამის ტელევიზორიდან იგებს; ქვეყნისთვის ცუდია ისიც, რომ თავდაცვის მინისტრი აკეთებს არამარტო უპასუხისმგებლო, არამედ დანაშაულებრივ განცხადებას, რომელსაც შეიძლება ქვეყნისათვის უმძიმესი შედეგები მოჰყვეს; ქვეყნისთვის ცუდია ისიც, რომ ქვეყანაში არის არაკომპეტენტური, გაუბედავი გუნდი და ეს ქმნის იმის საფრთხეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კვლავ ხელოვნურად მეორე ადგილზე გაყვანის შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში მობრუნების რეალური შანსი უჩნდება და მერე რა ჯოჯოხეთს მოგვიწყობენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ეს ძალიან ადვილად წარმოსადგენია, თუმცა ეს ჯოჯოხეთი არ შეეხება არც "რესპუბლიკურ პარტიას" და არც იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან კარგად არიან დღეს ჩახუტებული "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ვინც ყოველთვის მშვენივრად პოულობდა საერთო ენას "ნაციონალურ მოძრაობასთან".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: