ირაკლი ალასანიამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

ირაკლი ალასანიამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ვიქტორია ნულანდთან შეხვედრით დაასრულა.

მხარეებმა  აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება  თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხს და სამომავლო გეგმებს დაეთმო.

 მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე განიხილეს  რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის,  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და  ნატოს უელსის სამიტისთვის მზადების საკითხები. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო უკრაინაში განვითარებული მოვლენები და გამოცდილების გაზიარება.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე. აშშ-ის მხრიდან - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები, ერიკ რუბინი და თომას მელია. 

მომზადებულია, საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: