ეკა ბესელია:-"ჟურნალისტს უკანონო ჩანაწერების შენახვის და გავრცელების უფლება არ აქვს"

ეკა ბესელია:-"ჟურნალისტს უკანონო ჩანაწერების შენახვის და  გავრცელების უფლება არ აქვს"

   პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, ჟურნალისტს უკანონო ჩანაწერების შენახვის ან გავრცელების უფლება არ აქვს.

   -"მე როგორც იურისტი, და კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც იხილადა კანონს, რომელიც ამნისტიამდე მივიღეთ, შემიძლია გითხრათ, რომ კანონში წერია, რომ პირს, ვისაც აქვს უკანონო ჩანაწერი ეძლევა სამი თვის ვადა, რომ ეს უკანონო ჩანაწერები წარუდგინოს საგამოზიებო უწყებას. ამ შემთხვევაში ისინი თავისუფლდებოდნენ სასჯელისგან. დასჯადია, როგორც ჩაწერა, ასევე შენახვა და გავრცელება. მე არ მახსენდება სისხლის სამართლის კოდექსში არც ერთი მუხლი, სადაც საუბარია იმაზე, რომ უკანონო ჩანაწერების შენახვის და მისი გავრცელების უფლება აქვს ჟურნალისტს და რომ მას აქვს ინდულგენცია და ხელშეუხებლობა",–განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: