ახალგაზრდები სუფთა ქალაქისთვის

ახალგაზრდები სუფთა ქალაქისთვის

   აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა, აქცია "სუფთა გარემოს" ფარგლებში, ქუთაისში ეზოებისა და სკვერების დასუფთავება დაიწყეს. დღეს ი. ჭავჭავაძის 58-ში, დევნილების საცხოვრებლის მიმდებარე ტერიატორია დასუფთავდა, აქციაში ადგილობრივებიც ჩაერთნენ. სტუდენტების ამ წამოწყებას, აქტიურად უჭერს მხარს ქალაქის ხელმძღვანელობა და მათ შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით ეხმარება. 

   -,,ჩვვენ დასუფთავების აქციას პერმანენტულად ვმართავთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეების, სტუდენტების,ზოგადად ახალგაზრდების ჩართულობა ამ პროცესში,რადგან გარემოს დაცვაზე ზრუნვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა"-განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მიქიაშვილმა.

დავით ცხარაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: