იური ვაზაგაშვილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ლალი მოროშკინას დანიშვნას ითხოვს

იური ვაზაგაშვილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ლალი მოროშკინას დანიშვნას ითხოვს

„მოვითხოვთ, ზონდერებისგან და დამნაშავებისგან გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების სამინისტრო“ - ამის შესახებ, 2006 წელს მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა, „რეპორტიორის“ პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ვაზაგაშვილის განცხადებით, დამადასტუირებელი საბუთი აქვს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე უსაფრთხოების საკითხში, სიმონიკა მაჩაიძე, მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა.

„როგორ უნდა დაიცვას მკვლელმა სხვისი უსაფრთხოება? რასაც ვითოხოვდით 9 წლის განმავლობაში, იმას ვითხოვთ დღესაც. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილი იქნება თუ ჭიკაიძე, თუ მოადგილეებად და უახლოეს გარეოცვაში მკვლელები და დამნაშავეები ეყოლებათ?“ მოვითხოვთ, ჩაატარონ ექსპერიმენტი და სასჯელაღსულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად 3 თვით, ლალი მოროშკინა დაინიშნოს. იქნებ შეძლოს ად სისტემაში სიტუაცია დაალაგოს“, - აღნიშნა იური ვაზაგაშვილმა.

 

მირანდა ჭარხალაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: