უჩა ნანუაშვილი:-"უნდა აღიკვეთოს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები"

უჩა ნანუაშვილი:-"უნდა აღიკვეთოს ადამიანის უფლებების მასობრივი  დარღვევები"

   კავკასიაში რუსულ-კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

    "დღეს კავკასიაში რუსულ-კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნის დღე და ომის დასრულების 150 წლისთავი აღინიშნება. 1864 წლის 21 მაისს კრასნაია პოლიანაზე შავიზღვისპირელი ხალხის-ადიღელების, უბიხების და აფხაზების დამარცხებით, ომი საბოლოოდ დასრულდა. ომის ტრაგიკულიშედეგი კი იყო მთიელ 

ხალხთა დიდი ნაწილის ფიზიკური განადგურება და მუჰაჯირობა, იძულებითიგადასახლება ოსმალეთის იმპერიასა და ახლო აღმოსავლეთში.

  1864-1877 წლებში, მუჰაჯირობის შედეგად 80 000-მდე აფხაზმა იძულებით დატოვა საკუთარი სამშობლო, თითქმის გაუკაცრიელდა დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია. შესაძლოა, სწორედ ესპროცესი იყოს დღევანდელი კონფლიქტის ერთ-ერთი  მიზეზიც,  რადგან  დემოგრაფიული  პრობლემა აფხაზებისათვის  დღემდე  ეგზისტენციალურ  საფრთხედ რჩება. დღეს აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები 50 ქვეყანაში ცხოვრობენ.

   აფხაზების გარდა, დაახლეობით 150 000 ქართველ მუსულმანს მოუწია სამშობლოს დატოვება,ძირითადად დღევანდელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან და სამცხე-ჯავახეთიდან. ისინიდღეს თურქეთში ქართული სათვისტომოს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.

  ომების შედეგად ფაქტიურად გაქრა ჩერქეზთა, ადიღელთა და უბიხთა კვალი მათი საცხოვრებელიადგილებიდან, დაიკარგა მათი მატერიალური კულტურა და ენა.

  დღევანდელი დღის აღნიშვნით გვინდა პატივი მივაგოთ კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნას,პროტესტი გამოვხატოთ მასობრივი გადასახლებების და ეთნიკური წმენდის წინააღმდეგ დამოვუწოდოთ კავკასიის რეგიონის ხელისუფლებებს და საერთაშორისო თანამეგობრობას გამოხატონ პოლიტიკური ნება დარღვეული უფლებების აღსადგენად და გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რათა მომავალში აღიკვეთოს ადამიანის უფლებების მასობრივი  დარღვევები" - ნათქვამია განცხადებაში. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: