სერგეენკო პანიკის საფუძველს ვერ ხედავს, თუმცა, კატეგორიულად გვაფრთხილებს!

სერგეენკო პანიკის საფუძველს ვერ ხედავს, თუმცა, კატეგორიულად გვაფრთხილებს!

ხვალიდან, სკოლებში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ შეჩერდება. გადაწყვეტილება, საგანგებო სხდომაზე ჯანდაცვისა და განათლების სმინიტროებმა, ვირუსულ ინფექციათა შემთხვევების გაორმაგების  გამო გიიღეს.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ვირუსის შემთხვევების გამოვლენის კუთხით, თბილისი დომინირებს.

ამასთან,  სერგეენკო მშობლებს მოუწოდებს, მაღალი სიცხის, თავბრუსხვევის, უმადობისა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომების შემთხვევაში ექიმს მიმართონ.

„ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა რეკომენდაციას, რომ 26 მაისის ჩათვლით, ბაღებში და სკოლების დაწყებით კლასებში, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი შეწყდეს.

ეს დღეები უნდა გამოიყენონ სასწავლო დაწესებულებებმა, რომ ჩაატარონ სანიტარული დასუფთავება და ხაზს ვუსვამ, არა დეზინფექცია. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურ შესწავლას გავაგრძელებთ და 26 მაისს სამოქმედო გეგმას წარმოვადგენთ,“, - აცხადებს სერგეენკო.

ჯანდაცვის მინისტრი პანიკის საფუძველს ვერ ხედავს და მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისა და ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: