რიჩარდ ნორლანდი დამწუხრებულია

რიჩარდ ნორლანდი დამწუხრებულია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის დედა, პატრიცია ნორლანდი თბილისში, 20 მაისს  94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელშო იუწყება.

„თბილისში, 2014 წლის 20 მაისს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა პატრიცია ნორლანდი, საქართველოში აშშ-ის ელჩის,  რიჩარდ ნორლანდის დედა. ქალბატონ ნორლანდს ქონდა დადგენილი ალცგეიმერის დაავადება და გადატანილი მკერდის სიმსივნე. ქალბატონი ნორლანდი იყო ელჩის მეუღლე და სამი შვილის დედა, რომლებმაც დიპლომატიური სამსახური აირჩიეს. ქალბატონ ნორლანდს კეთილ ადამიანად ახასიათებდნენ, რომელიც მუდამ ზრუნავდა მათზე, ვისაც ნაკლებად გაუმართლა ცხოვრებაში. დიპლომატიურ მისიებში სამსახურისას იგი მეუღლეს თან ახლდა და მეგობრობდა ხალხთან მაროკოში, კოტ-დ"ივუარში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, გვინეაში, ბოტსვანაში, ლესოტოში, სვაზილენდსა და ჩადში. 
დონალდ ნორლანდთან დაოჯახებამდე, იგი მუშაობდა კალიფორნიის შტატიდან აშშ-ის სენატორის თანაშემწედ და სახელმწიფო დეპარტამენტში პროტოკოლის თანამშრომლად, სადაც იგი თეთრი სახლის სტუმრებისთვის განკუთვნილი "ბლეარ ჰაუზის" მართვაში იღებდა მონაწილეობას. ქალბატონმა ნორლანდმა 1942 წელს დაამთავრა უელსლის კოლეჯი. იყო მწერალი, რომლის ნარკვევი პირველი მსოფლიო ომის შედეგად მიღებული გამოცდილების შესახებ დაჯილდოვდა ინგლისში მოგზაურობით. 
2006 წელს,  მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქალბატონი ნორლანდი ცხოვრობდა  ქალიშვილ კიტთან, რომელიც დიპლომატიური მისიით ვიეტნამში და ლაოსში მსახურობდა. 2012 წელს ქალბატონი ნორლანდი მის ვაჟთან საქართველოში ჩამოვიდა მისი თბილისში ელჩად დანიშვნის შემდეგ.
ელჩი ნორლანდი და მისი მეუღლე მერი მადლიერები არიან ყველასი, ვინც დახმარებას უწევდა  ქალბატონ ნორლანდზე ზრუნვის დროს,  საქართველოში ყოფნისას. როგორც ელჩმა აღნიშნა, "დედა  გარდაიცვალა მშვიდ გარემოში, საქართველოს თავისუფალი ჰაერის სუნთქვით – იმ ქვეყნის, რომელიც ჩვენს გულებში სამუდამოდ დაიკავებს ადგილს". 
ქალბატონ ნორლანდს დარჩა ვაჟები რიჩარდი და დევიდი (ყოფილი დიპლომატი და ამჟამად "გოლდმენ საქს" ბანკის თანამშრომელი), ქალიშვილი კიტი, შვილიშვილები დანიელი, კეიტი, პოლი, ტიმი, ენი და შვილთაშვილი ელი", აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: