დაპირისპირება ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის

დაპირისპირება ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის
გარემოს დაცვისა დაბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ საღამოს, ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევში, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო სამსახურმა ტყეში უკანონო სახერხი და უკანონოდ მოჭრილი მორებით დატვირთული ავტომანქანა აღმოაჩინა. 
ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სატყეო სამსახურისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა გამოჩენასა და ტექნიკის დემონტაჟს აგრესია და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 
ინციდენტისას სატყეო სამსახურის კუთვნილი ავტომობილი დაზიანდა, რომლის გამოც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: