"ბატონო პრემიერო, ქმრის საფლავზე თავს დავიწვავ და თქვენს სინდიდსზე იყოს!"

"ბატონო პრემიერო, ქმრის საფლავზე თავს დავიწვავ და თქვენს სინდიდსზე იყოს!"

   ორი არასრულწლოვანი შვილის დედა, შორენა თევზაძე უკვე 2  წელია ხელისაუფლებას გარდაცვლილი მეუღლის ვასილ ცხელიშვილის საქმის გამოძიებას თავიდან სთხოვს. მისი თქმით ყურადღებას არავინ აქცევს, ამიტომ ბოლო გზა პრემიერისადმი მიმართვაა. ქალბატონი შორენა ამჯერადაც "ივერიონს" დაუკავშირდა და მიმართვის გავრცელება გვთხოვა.

   მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.(სტილი დაცულია)

   -"ბატონო პრემიერო, თავს უფლებას ვაძლევ და გწერთ, თუ მკვლელი ისევ იფარფაშებს ქუჩაში, იცოდეთ, ერთ ბოთლ ბენზინს ავიღებ, ჩემი ქმრის სასაფლაოზე თავს დავიწვავ და თქვენს სინდისზე იყოს, უბრალოდ გევედრებით, თქვენც გყავთ ოჯახი და უნდა მიხვდეთ რა საშინელებაა ოჯახის დანგრევა, გთხოვთ, თუ კი ადამიანობის მსგავსად რაიმე გაგაჩნიათ მიმიხედოთ ჩემს საქმეზე და ხელახალი გამოძიება დაიწყოთ, სამართლიანობის აღდგენას დიდი ხანია ველი, მაგრამ ამაოდ! ჩემს მეუღლეს ღამით თბილისიდან მომავალი ტაქსის მძღოლი დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა, მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ გამოძიება არ დასრულდა. დღემდე არავინ დასჯილა. გამოძიებამ ვიღაცის ინტერესების გამო საქმე დამიხურა, მე ვითხოვ ობიექტურ გამოძიებას და მკვლელის დასჯას.

  35 წლის ასაკში დავქვრივდი. ვარ ფეხიდ ინვალიდი, ორი შვილი მყავს- გოგონა და ვაჟი. ვის მივმართო აღარ ვიცი, უბრალოდ რომ მოიპარავენ რაიმეს ნივთს, იმას აძლევენ ხან 10 წელს და ხან რა ვიცი კიდევ  და მე ქმარი მომიკლეს, ბეღურა ხომ არა, გთხოვთ, ორი არასრულწლოვანი შვილის დედა გევედრებით, მომაქციეთ ყურადღება!

   ჯერ კიდევ მაქვს რაღაც იმედი და ამიტომ მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს-დამიდგეთ გვერდით!"

დათო ცხვარაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: