დავით ბერიძე:-"ქართული ოცნება" მხოლოდ პარტიის სახელიღა დარჩა... გაქრა მისი ყველა ლოზუნგი, დევიზი, მრწამსი, დაპირება..."

დავით ბერიძე:-"ქართული ოცნება" მხოლოდ პარტიის სახელიღა დარჩა... გაქრა მისი ყველა ლოზუნგი, დევიზი, მრწამსი, დაპირება..."

   "ივერიონი" აგრძელებს იმ ადამიანებთან საუბრებს, რომლებიც 1 ოქტომბრის არჩევნების დროს "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერები იყვნენ, მეტიც, ჩვენმა დღევანდელმა რესპოდენტმა წინასაარჩევნოდ "ქართულ ოცნებას" სიმღერა მიუძღვნა, რომელიც მართლაც რომ ჰიტად იქცა და "ოცნების" ყველა წევრი მღეროდა.

   დავით ბერიძე იგივე "ბერო" ბაკურიანში პირველი იყო, რომელმაც "ქართული ოცნების" მაისურით უშიშრად გაიარა ქუჩაში და იმ დღიდან მოყოლებული "ოცნების" გამარჯვებამდე ბაკურიანსა თუ სხვა ქალაქებში ხალხს "ოცნების" არჩევისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

-იმდენად სასიამოვნოდ იყო აღტყინებული მთელი ერი... მახსოვს ის დღეები, ქართული ისტორიის ულამაზესი კიდევ ერთი ფურცელი მხოლოდ ის გაერთიანება - ერთ მუშტად შეკვრა იყო თუნდაც... ერთიანობა ქვეყნის უკეთესი მომავლის იმედად...

-თუმცა როგორც ხალხი ამბობს, იმედი გაცრუვდა, ოცნება კი დაიმსხვრა. რას ელოდი და რა მიიღე?

-ნამდვილად არ ველოდი რაიმე კონსტრუქციულ ცვლილებებს... მითუმეტეს რომ ''ნიადაგი'' არ გვაძლევდა ამის წინაპირობას. დავიწყებ იმით, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ პარტიის სახელიღა დარჩა... გაქრა საერთოდ მისი ყველა ლოზუნგი, დევიზი, მრწამსი, დაპირება... მხოლოდ მე არ ვარ იმედგაცრუებული, ალბათ ყველა საღად, ქართულად და რეალურად მოაზროვნე ადამიანი მსგავს სიტუაციაშია ახლა...იმ მომენტში მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების წასვლას ვლოცულობდით... ბატონი ბიძინა მართლაც წამყვანი ფიგურა იყო და დღემდე რჩება სიტუაციის გადატეხაში, შემდგომ  კი საბოლოო გამარჯვებაში.

-მაგრამ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა...

-არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ-ბატონი ბიძინა ხალხის  სამსახურში ყოფნას კი არ გაექცა, არამედ რეჟიმს, რომელსაც მსოფლიო მმართველობა ჰქვია, ძალიან რთულია და ზოგადად  სულ სხვა რაკურსით სასაუბრო თემაა, მაგრამ ეს უპირველესი ფაქტია რამაც აიძულა უკან დაეხია...დარწმუნებული ვარ, დღეს ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში, მაინც იგივე სურათი იქნება ჩვენს წინ.

-ახლა რა სურათს ხედავ?

-"ნაციონალები" პირდაპირი გაგებით ეშმას მოციქულები იყვნენ და არც ახლა არიან ნაკლებნი, მათ არც "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები ჩამორჩებიან...  კაცმა არ იცის ეს გზა სად მიგვიყვანს...თუმცა ჩანს, რომ ეს გზა მამონ მასონებთან, მართლმადიდებლობის ჩაკვლასთან, ერის გადაგვარებასთან მიდის...

-ხალხი ამბობს, ოცნების მანდატები პორტირებული ნაციონალების ხელში აღმოჩნდაო, შენ თუ ნახე ასეთი ადამიანები და რა განცდა გეუფლება, როცა მათ ახლა უკვე ლურჯ მაისურებში ხედავ?

-კი ასეა. რამდენიც გენებოთ იმდენი მაგალითის მოყვანა შემიძლია.

-რა განცხადა გეუფლება მაგ დროს?

-ადრე ვბრაზობდი, ახლა უკვე აღარ...

-და ახლა თუ გაუწევ ისევ აგიტაციას ოცნებას, თუ დაუწერ სიმღერას და თუ ისევ ისე აქტიური მხარდამჭერი იქნები?

-არასოდეს... და არა მარტო "ოცნებას", არც ერთ სხვა ძალას... სამწუხაროდ, გვიან თუმცა მთავარია რომ მივხვდი და ამითაც ბედნიერი ვარ- ჩვენი, ქართველების უპირველესი და ერთადერთი გზა ეკლესიაა, უფალია...

-და მაინც....

-და მაინც მომენატრა ის ერთობა, რაც მაშინ იყო, ერთობა, რომლის მსგავსიც ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ მე აღარ მგონია, რომ ისევ გვეღირსოს ოდესმე... არ ვარ პესიმისტი - რეალისტი ვარ... უფალმა მშვიდობა მოგვმადლოს... ამინ!

   ერთი რამ ცხადია, 1 ოქტომბრის არჩევნების დროს საქართველოში ეროვნულობამ კიდევ ერთხელ გამოიფხიზლა, თავუსუფლების მოწყურებულმა სულმა გაარღვია საზღვრები და შეძლო გამარჯვების მოპოვება და კიდევ ერთი, როგორი იმედგაცრუებულიც არ იყოს საზოგადოება, იმ დროის გახსენება მაინც ღიმილს და სიამაყის განცდას იწვევს თითოეულ იმ ადამიანში, ნამდვილად რომ "ქართული ოცნების" რიგებში იდგა.

   დავით ბერიძის 1 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში დაწერილი ეს სიმღერა სწორედ მათ ეძღვნებათ და საეჭვოა "ასფურცელასავით" რამდენიმე მაისურ-გადაცმული "ოცნების" ახლადგამამცხვარი აქტივისტმა შეიგრძნოს ის მუხტი, რაც უკვე იყო!  

თამარელა თეთრაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: