ირაკლი ღარიბაშვილი ჯორჯ ბალანჩინის საიუბილეო საღამოზე

ირაკლი ღარიბაშვილი ჯორჯ ბალანჩინის საიუბილეო საღამოზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ჯორჯ ბალანჩინის 110 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო.

ღონისძიებაში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი და ორკესტრი მონაწილეობდნენ.

საიუბილეო საღამოს ასევე,  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლადი, საქართველოს მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

ჯორჯ ბალანჩინის საიუბილეო საღამო გუშინ, თბილისის საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე  გაიმართა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: