კახა კალაძეს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე პრემია არ აუღია

კახა კალაძეს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე პრემია არ აუღია

   ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ კახა კალაძეს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე პრემიის სახით არც ერთი ლარი არ აუღია.

   -"ბოლო დღეებში სხვადასხვა მედია საშუალებებში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ არაერთგზის გაიჟღერა რომ ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს პრემიის სახით მიღებული აქვს 48 000 ლარი. გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ამ ინფორმაციას რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. კახა კალაძეს, ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, საბიუჯეტო სახსრებიდან პრემიის სახით არც ერთი ლარი არ მიუღია"–ნათქვამია განცხადებაში

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: