26 მაისს "დელტა" ყველას თავისუფლების მოედნის მეტროსთან ელის

26 მაისს "დელტა" ყველას თავისუფლების მოედნის მეტროსთან ელის

   სსტც "დელტა" 26 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

    -"მიმდინარე წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში რუსთაველის გამზირზე გაიმართება სსსტც ""დელტას" მიერ დამზადებული, ქართული სამხედრო პროდუქციის გამოფენა. წარმოდგენილი იქნება "დიდგორის" ტიპის ჯავშანმანქანები, ქსმ "ლაზიკა", სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, საფრენი აპარატები, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები და სხვა ქართული სამხედრო ნაწარმი.  ჩვენი ექსპოზიცია წარმოდგენილი იქნება, რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოფენა მუშაობას დილის 10 სთ–იდან დაიწყებს. გელით ყველას!"-ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: