სამართალდამცველები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა გადასარჩენად

სამართალდამცველები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა გადასარჩენად

   შსს აგრძელებს მონაწილეობას აქციაში "გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე"

   შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს, ამავე ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის კახეთის ქვეგანყოფილებისა და კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს 150-ზე მეტმა თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო აქციაში "გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე". შსს-ს წარმომადგენლებმა სისხლი თელავში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ბაზაზე ჩააბარეს, სადაც მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკის თანამშრომლები სპეციალური ავტომანქანით ჩავიდნენ.

   შს მინისტრის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მთელი წლის განმავლობაში უანგაროდ აბარებენ სისხლს. აქციაში სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

   აღნიშნულ აქციაში წლის ბოლომდე შსს-ს სხვადასხვა რეგიონალური სამმართველო მიიღებს მონაწილეობას და სამართალდამცველები საკუთარ წვლილს შეიტანენ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა გადასარჩენად.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: