დავით გიორგობიანი:-"თუ სინანული არ იქნა, მხოლოდ ომი გამოგვაფხიზლებს"

დავით გიორგობიანი:-"თუ სინანული არ იქნა, მხოლოდ ომი გამოგვაფხიზლებს"

   საზოგადოების ნაწილი ID ბარათების ალტერნატივის დაშვების მოთხოვნით ისევ იწყებს აქციების განახლებას, დავით გიორგობიანი ის ადამიანის, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა აქციებში და დღესაც ალტერნატივის დაშვების მომხრეა.

   -"თუ სინანული არ იქნა, მხოლოდ ომი გამოგვაფხიზლებს. პირველი შეცდომა მაშინ იქნა დაშვებული, როცა სინოდზე ორაზროვანი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, გასაკვირიც არ იყო და გასაგებია, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სხვანაირი გადაწყვეტილება არ მიიღებოდა, მაგრამ არც ახალი ხელისუფლება ითვალისწინებს სინოდის თხოვნას, დაუშვან ალტერნატიული საბუთები და საპატრიარქოც ხალხის დასაცავად სხვა არავითარ ზომებს არ ღებულობს. ამიტომ, ყველა დავდგებით იმ ფაქტის წინაშე, როგორ დაგვიცავს უფალი, ოღონდ ჩვენ არ შეგვეკითხება, რის ფასად მოხდება ეს. ვის პირადობებსაც ვადა გაუთავდათ და აიდის აღება არ უნდათ, სამშობიაროდან ბავშვები ვერ გამოყავთ. რა ხდება, ფაშიზმია საქართველოში?

   ბერი გაბრიელი ამბობდა, ნახევარი ჯოჯოხეთი ახლა დედამიწაზეა ამოსულიო, ხოდა ურწმუნოებში და ნელ-თბილ მორწმუნეებში იდებენ ბინას, ბოროტი სულები უკვე ადამიანებიდან ებრძვიან საზოგადოებას. საკუთარი დედის მაგინებელი ბიჭები უკვე ეშმაკებად იქცნენ. უფალი მარტო საკუთარი დედის გინებისთვის დასჯის საქართველოს ომით. 

   სანამ დროა ინებოს საპატრიარქომაც და ხელისუფლებამაც ხალხს ალტერნატიული უჩიპო პირადობის მოწმობები მისცენ, თორემ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ "ყოველი კაცი ცრუა". იმ დღეს მეუფე ილარიონმა ყველა შერისხა, ვისაც ამ ბოროტებაში ხელი აქვს გარეული და იცოდეთ, უახლოეს ხანში ყველა უნდა ელოდეს პირად სასჯელს. მეუფე სალოსია და მის სიტყვას ისმენს უფალი. აიდი ელექტრონული ბარათით ჯიბეში და ეკლესიასთან მებრძოლი საზოგადოება ნახირია და არა ადამიანთა კრებული. დროა ყველა მოეგოს გონს, მთავრობამ კი გაითვალისწინოს თავისი მოქალაქეების მოთხოვნა და დაუშვას ალტერნატივა, მარტო გათვალისწინებაც არ არის აქ მთავარი, მთავარია, რომ სახელმწიფო ვალდებულია მოიფიქროს და შემოიღოს ალტერნატივა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: