ხათუნა მაჭავარიანი:-"მეორე არხს, რომელსაც ევალება პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გაშუქება, წარმომადგენელი არ ჰყავს ქუთაისში"

ხათუნა მაჭავარიანი:-"მეორე არხს, რომელსაც ევალება პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გაშუქება, წარმომადგენელი არ ჰყავს ქუთაისში"

   გავრცელებული ინფორმაციით ბლოკის "თვითმმართველობა ხალხს" ქუტაისის მერობის კანდიდატი ხათუნა მაჭავარიანი მედია-საშუალებებს საყვედურობს. იმის გასარკვევად, თუ რამ გამოიწვია მაჟორიტარის უკმაყოფილება, "ივერიონი" ხათუნა მაჭავარიანს დაუკავშირდა.

   -რამ გამოიწვია თქვენი უკმაყოფილება მედია-საშუალებების მიმართ?

   -კონკრეტულად საქმე ეხებოდა "საზოგადოებრივ მაუწყებელს", რომლის წარმომადგენლები, არც პირველი და არც მეორე არხი, არ აშუქებენ ჩვენ მიერ დაანონსებულ ღონისძიებებს, შეთანხმებული ვიყავით 1 არხის ჟურნალისტთან, დროც განსაზღვრული გვქონდა და არ მოვიდა ჩვენი ბლოკის პრეზენტაციაზე ქუთაისში, მეორე არხს, რომელსაც ევალება პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გაშუქება, წარმომადგენელი არ ჰყავს ქუთაისში.

   -ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ წინასაარჩევნო გარემო არათანაბარია

   -დიახ, ნამდვილად ასეა და ეს ბევრ რამეში გამოიხატება, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

 თამარელა თათრაძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: